logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გერმანელი კოლეგების სურვილია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს თანამშრომლობა
- +

6 მაისი. 2021. 00:04

 

 

„ჩვენი გერმანელი კოლეგების სურვილია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს თანამშრომლობა და ამას მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიაში ვიზიტის დროს „ქრონიკას“ განუცხადა.

 

„ჩვენი გერმანელი კოლეგები არიან ინფორმირებული საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე. მათი სურვილი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგეს თანამშრომლობა და ამას მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას.

ჩვენ ვასრულებთ შეთანხმებას და ეს არის „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება დოკუმენტის მიმართ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციასაც ზუსტად ანალოგიური დამოკიდებულება ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner