„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია პროკურატურის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე ზურაბ ადეიშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
„მერე დამიწყებენ, თავი შეიკავე, ასე ნუ ამბობ, ისე თქვი... ამაზე რა უნდა ვთქვა ახლა? ყველა ნაცს ერთად რაღაცეები არ უნდა დავამხო თავზე? ეს ხომ ისედაც ვიცოდით და ვითომც არაფერი - თავი დაიზიანა კობამო, ხომ ამბობდნენ ეს ცხოველები. ახლა გამოძიებით ხომ დადასტურდა, რასაც ვამბობდით. ეს ცხოველები! ეს მკვდარი პოლიტიკოსები! „ნაცმოძი" არის გვამების გაერთიანება!" - წერს დაჩი ცაგურია.