logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: მელია თავისმა გუნდმა და ბელადმა გაწირა
- +

6 მაისი. 2021. 00:40

 

 

„ალალად, რომ ვთქვა, მე მაინც მგონია, რომ მელია თავისმა გუნდმა და ბელადმა გაწირა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.  

 

„მან იგრძნო მასში კონკურენტი, სააკაშვილს ვგულისხმობ, იმიტომ რომ მან განახლება დაიწყო, გახსოვთ, ამას რა მოჰყვა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ოდიოზური ფიგურები რომ ჰყავთ, იქ რომ აუმხედრა და ეთერებში რომ ხდებოდა ცემა-ტყეპა ერთმანეთის, თუმცა, ეს მათი შიდა საქმეა.

მელიას ათქმევინეს, გირაოს არ გადავიხდი, არ მჭირდება არანაირი ამნისტიაო... მე კი არ ვიცი და მგონია, თვითონაც არის დარწმუნებული და ახლა ცდილობს სახე გადაირჩინოს და ისე გამოვიდეს.

მე ვისურვებდი, გამოვიდეს და თუ რამე შესაძლებლობა აქვს, თავის გუნდთან, ახალგაზრდებთან ერთად იყოს, ოპოზიციაში გააგრძელოს მუშაობა. მგონია, რომ ის მსხვერპლი და ტყვეა თავისი ბელადის და პარტიის. თუმცა, ეს მათი არჩევანია, მე არავინ მეკითხება... ყველანაირი ბერკეტი შევქმენით, ყველანაირი შეთანხმება გავაკეთეთ, რომ მელია გარეთ გამოვიდეს, დანარჩენი, მათი არჩევანია, როგორ გადაწყვეტენ და როგორ ჩამოყალიბდებიან შიგნით“, - განაცხადა ზარქუამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner