„ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
„ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები გრძელდება. ეს მოიცავს რუსეთის სამხედრო ძალების გააქტიურებას უკრაინის საზღვრებთან და არალეგალურად ანექსირებულ ყირიმში, რუსეთის მავნე საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრას, მავნე კიბერაქტივობასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პარტნიორს, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული ქმედებების შედეგად დაზარალდა. ჩვენ სინანულით აღვნიშნავთ რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაუარესებას და ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის პატივისცემის მნიშვნელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.