logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: უმნიშვნელოვანესი საკითხია მოსაგვარებელი, რასაც ჰქვია დავით გარეჯის კომპლექსთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია - ამ ფონზე პრემიერის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია
- +

6 მაისი. 2021. 01:17

 

 

რა არის ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტის მთავარი მიზანი - საკითხზე ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რეზონანსთან“ ისაუბრა. მისი თქმით, მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის ლიდერების მიმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ამ ეტაპზე, ვიზიტი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, როდესაც გარეჯის საკითხი მოსაგვარებელია.

 

„ბუნებრივია, სტრატეგიულ პარტნიორსა და მეზობელ-მეგობარ ქვეყნებს შორის ლიდერების მიმოსვლა და ვიზიტები ჩვეული ამბავია, იმიტომ, რომ მათთან მრავალი წელია კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს. შესაბამისად, არსებობს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ეს იქნება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში ეკონომიკაში თუ სხვადასხვა სექტორში.

ასე რომ, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ ფონზეც, როდესაც საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია მოსაგვარებელი, რასაც ჰქვია დავით გარეჯის კომპლექსთან საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია. ეს ვიზიტი იმითაც არის საგულისხმო, რომ როგორც ოფიციალურ ინფორმაციაში აღინიშნა, ერთობლივი კომისიის მუშაობაც განახლდება.

შესაბამისად, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს ჯერჯერობით მოუგვარებელი საკითხი, ადრე თუ გვიან ისეთ შედეგს მიიღებს, რომელიც ჩვენი - საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის ძმური და სტრატეგიული პარტნიორობისთვის ურთიერთმისაღები იქნება,"- განაცხადა აბაშიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner