logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: უმოკლეს ხანებში მასობრივი ვაქცინირების დაწყება მოგვცემს პანდემიის მესამე ტალღის სწორად მართვის და კატასტროფის თავიდან აცილების საშუალებას
- +

6 მაისი. 2021. 02:00

 

 

ინფიცირების შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებელი - ეპიდვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, „ჯეოქეისის“ მკვლევარი, პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„საქართველოში ინიფიცირების მაჩვენებელმა 2171 მიაღწია, რაც ბოლო 4 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალია (ბოლოს 5 იანვარს იყო 2316).

 

თუ გავითვალისწინებთ ტესტების დადებითობის მაჩვენებელს - 7.85%, (ბოლო 14 დღის განმავლობაში - 5.33%), ინფიცირების რეალური მაჩვენებელი შეიძლება ოდნავ მეტიც იყოს. ხოლო მატების ტენდენცია -  გაგრძელდეს.

 

ასევე, აქტიური შემთხვევების და ჰოსპიტალიზაციის ზრდის ფონზე იზრდება სიკვდილობის მაჩვენებელიც რომელიც 29 იანვრის შემდეგ მხოლოდ ბოლო კვირაში გადასცდა ორ ათეულს და გუშინ კი 24-ს მიაღწია.

ისიც აღსანიშნავია, რომ ახალი შემთხვევების 63% თბილისზე მოდის.

აღნიშნული ნეგატიური ტენდენციების დაძლევის ერთადერთ რეალურ გზას ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციების მკაცრად დაცვის ფონზე ვაქცინაციის ტემპების მკვეთრი ზრდა წარმოადგენს.

 

იმედისმომცემია, რომ გუშინ დაიწყო 18 წლიდან ნებისმიერი ასაკის პირების ვაქცინაცია სინოფარმით, ასევე - ასტრაზენეკას მეორე დოზით ვაქცინირების რეგისტრაცია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინირების პუნქტების რაოდენობა დღეს 44-ით გაიზარდა, რადგან ფაიზერის და სინოფარმის შეპირებული 1.5 მილიონი დოზის შემოტანის გარდა ვაქცინირების დღიური მოცულობა 10,000-ს უნდა აცდეს, რათა ზაფხულში მასობრივი ვაქცინაცია რეალობად იქცეს.

 

იმ ფონზე, როცა მსოფლიოში  და მათ შორის ჩვენს რეგიონში სულ უფრო იზრდება ახალი, უფრო ვირულენტური და სახიფათო შტამებით გამოწვეული შემთხვევების წილი, მხოლოდ უმოკლეს ხანებში მასობრივი ვაქცინირების დაწყება მოგვცემს პანდემიის მესამე ტალღის სწორად მართვის - და კატასტროფის თავიდან აცილების - საშუალებას“, - წერს კირტავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner