logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ერთად უმნიშვნელოვანესი პროექტები გვაქვს განხორციელებული, ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ
- +

5 მაისი. 2021. 19:07

 

 

„ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გავმართე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

 

„ყურადღება გავამახვილეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე და ხაზი გავუსვით ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის წარმატებულ პროექტებს.

ჩვენ ერთად უმნიშვნელოვანესი პროექტები გვაქვს განხორციელებული. ამიტომ, მიზანდასახულნი ვართ, რომ ასევე გავაგრძელოთ. მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას პრეზიდენტ ალიევს ბაქოში ჩვენი ოფიციალური დელეგაციის მიღებისთვის და მოხარული ვიქნები ვუმასპინძლო მას თბილისში“, - აღნიშნავს პრემიერი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner