„ძალიან დამწყვიტა გული ირაკლი ჭანტურიას წასვლამ...“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„საოცარია სიცოცხლე. ადამიანს პირადად არასდროს შევხვედრივარ. ძალიან ხანმოკლე მეგობრობა გვქონდა, თუმცა ძალიან ბევრი სითბოს გაცემა მოასწრო.
შარშან „ფეისბუკით“ დამიკავშირდა, ნომრები გავცვალეთ, ვისაუბრეთ, შემდეგ ძმობა ვთქვით...
ვწერდით, ვსაუბრობდით. შეხვედრა არ მოხერხდა. მალევე შეიპყრო სენმა, რომელსაც ეს სუპერგანვითარებული სამყარო ვერაფერს უშვება.
ბოლოს 11 აპრილს ვიდეო ზარით დამირეკა გერმანიის კლინიკიდან, სადაც მკურნალობდა. დიდხანს ვისაუბრეთ. ბრძოლობდა. იმედით იყო...
სხვათაშორის, ისევე როგორც ბევრს, ერთი ადამიანი ძალიან დაუდგა გვერდში, ამ გასაჭირისას...
ბოლოს ბზობა და აღდგომა მივულოცე. არ მიპასუხა. თურმე...
როცა არ მპასუხობდა, მის ფეისბუკ გვერდს ვნახულობდი. გუშინაც შევიხედე. თურმე დაგვტოვა...
იშვიათი ადამიანი მინახავს, ვისაც სითბოს ასეთი გამოხატვის უნარი აქვს, როგორც ირაკლის შეეძლო...
ჩემთვის ძალიან დასანანია. დიდი მადლობა ამ ხანმოკლე მეგობრობისთვის! ნათელში გამყოფოს უფალმა!
ბევრს ემახსოვრები...“, - წერს ანალიტიკოსი.