პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას გიორგობა მიულოცა. შესაბამისი განცხადება კახა კუჭავამ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„წმინდა გიორგი გამარჯვების, ერთიანი საქართველოს სიმბოლოა და მისი ხსენების დღე თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი საეკლესიო დღესასწაულია. საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ!“ - წერს კუჭავა.