logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: „ქართული ოცნების“ ახალმა წევრებმა საზოგადოებას უნდა დაუმტკიცონ, რომ მზად არიან გამარჯვებისთვის
- +

ავტორი ანა ფერაძე

15 ივლისი. 2016. 12:03


ფრაქცია „ეროვნული ფორუმის"  წევრმა ანი მიროტაძემ „რეპორტიორთან" „ქართული ოცნების" ახალ სახეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალ წევრებს პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ მათ საზოგადოებას უნდა დაუმტკიცონ, რომ იმსახურებენ გამარჯვებას.



„ზოგადად კარგია, როცა პოლიტიკაში ახალი სახეები ჩნდებიან. ეს უდავოდ კარგია. „ქართული ოცნების" ახალ წევრებს წარმატებებს ვუსურვებ. მათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რაც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს.

 

რაც შეეხება იმას, რამდენად სწორად არიან ისინი შერჩეულები, ეს სულ მალე გამოჩნდება, როცა თავიანთ აზრს გამოხატავენ. ეს დადასტურდება დებატებში, ჟურნალისტებთან საუბრებში.

 

ფაქტია, რომ მათ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ, თუმცა ზოგიერთ მათგანს რაღაც გამოცდილება მაინც აქვს. მათზეა დამოკიდებული, რამდენად მოახერხებენ, საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ იმსახურებენ გამარჯვებას", - განაცხადა ანი მიროტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner