logo_geo
eng_logo
მირიან მირიანაშვილი: სააკაშვილის მიერ მიტაცებული თანხის რაოდენობა 15-დან 20 მილიარდ დოლარამდე მერყეობს!
- +

15 ივლისი. 2016. 12:04


საქართველოს ეროვნული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და „საქართველოს გადარჩენის მოძრაობის" თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტობის პერიოდში 15-დან 20 მილიარდამდე თანხა მიიტაცა.

 

„სააკაშვილის მმართველობის დროს ნავთობსადენში დაახლოებით 350 მილიონმა ტონა ნავთობმა გაიარა. 2004-2013 წლებში ნავთობის საშუალო შეწონილი ფასი დაახლოებით 100 დოლარი იყო. აქ ლაპარაკია ერთ ბარელ ნავთობზე... თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთ ტონაში დაახლოებით 6 ბარელია, მაშინ ერთი ტონა ნავთობის ფასი დაახლოებით 600-700 დოლარი გამოდის. საერთო ჯამში, მივალთ იქამდე, რომ სააკაშვილის დროს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენში 200-230 მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობმა გაიარა. აქედან ტრანზიტის საფასურის სახით ჩვენ, მინიმუმ, 17-18 მილიარდი დოლარი მაინც უნდა მიგვეღო, მაგრამ ამის მეათედი და მეოცედი თანხაც არ მიგვიღია.

 

სააკაშვილი საერთაშორისო ნავთობკომპანიას გაურიგდა და სატრანზიტო მოსაკრებლის გაზრდის საკითხი დღის წესრიგში არ დააყენა! მიზეზი მარტივი გახლდათ - ის ნავთობის მაგნატებს შეუთანხმდა და „ქეში" ფულით თავის ჯიბესთან მიიბა! ამ გარიგების  შედეგად სააკაშვილი ყოველწლიურად დაახლოებით 250 მილიონ დოლარს „ქეშად" იღებდა!.. ნავთობის ტრანზიტთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას გრიფი „საიდუმლო" დაადეს. იმის გამო, რომ საოპერაციო კომპანიები „ბიკი" და „შევრონი" სააკაშვილთან მსგავს ურთიერთობაში შესვლას თაკილობდნენ, სააკაშვილთან შუამავლისა და დელიკატური ურთიერთობის მომგვარებლის როლი იკისრა ილჰამ  ალიევმა. სწორედ ალიევების ოჯახი ახდენდა სააკაშვილის იმ ყოველწლიური 250 მილიონის ინვესტირებას აზერბაიჯანის ეკონომიკაში ისე, რომ მის ფარულ მეპატრონედ ისევ სააკაშვილი რჩებოდა. ანალოგიური რამ ხდებოდა თურქეთშიც და კომპანია „სოკარი", რომელიც ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს თურქეთში, მიხეილ სააკაშვილის საკუთრება გახლავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სააკაშვილის ფული ძირითადად სამ ქვეყანაშია დაბანდებული - აზერბაიჯანში, თურქეთსა და უკრაინაში!

 

სააკაშვილს წამოაყივლა და თქვა - 19 მილიარდის მოპარვას მაბრალებენო! იმის გათვალისწინებით, რომ 10 წლის განმავლობაში მთელი რესპუბლიკის შემოსავალ-გასავალი მაგათ ხელში იყო, ყველაზე უფრო მოკრძალებული გათვლებითაც კი, სააკაშვილის მიერ მიტაცებული თანხის რაოდენობა 15-დან 20 მილიარდ დოლარამდე მერყეობს!" - აცხადებს მირიან მირიანაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner