logo_geo
eng_logo
ომარ მხეიძე: ცეკვა ჩემთვის სიცოცხლეა
- +

15 ივლისი. 2016. 12:05

,,კაცი, რომელსაც ერი თავის თავზე მეტად უყვარს“, ,,მფრინავი ვეფხვი“, ,,ანსამბლის არწივი“, ,,საუკუნის მოცეკვავე“ – ასე უწოდებენ საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ქართული ცეკვის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს ომარ მხეიძეს. ცეკვა ბავშვობიდან უყვარდა, რომელიც მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. ქართულ ქორეოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის, ფილარმონიის წინ მისი სახელობის ვარსკვლავია გახსნილი. 2015 წელს ხელოვნების უმაღლესი ჯილდო – “ქურუმი” გადასცეს. იგი საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის საპატიო თავმჯდომარე, თბილისის საპატიო მოქალაქე და ეროვნული პრემიის ლაურეატია. 18 წლის ასაკში ანსამბლ “სუხიშვილებში” ერთ-ერთ წამყვან სოლისტად მიიწვიეს, სადაც 30 წლის განმავლობაში იცეკვა და ნინო რამიშვილის ძირითადი პარტნიორი იყო.

– როგორ და როდის გადაწყვიტეთ,13617593_1191331104234204_353693695_nამხდარიყავით მოცეკვავე?

– ბუნებრივად მოხდა. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო. მშობლები გაფაციცებულნი იყვნენ, შვილებისთვის განათლება მიეცათ. 7 წლის ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა. დედა მზრდიდა. სოფელში, დედულეთში მივყავდი ხოლმე. იქ შევიგრძენი, რა არის სითბო და სიყვარული, როგორი უნდა იყოს ადამიანებს შორის დამოკიდებულება. იქ ვეზიარე ხელოვნებას. მახსოვს, როგორ მღეროდნენ, ცეკვავდნენ, როგორი იუმორი ჰქონდათ. სოფელში მასწავლეს თოხნა, მკა, თიბვა, ხარზე უღლის დადგმა, ცხენზე ჯდომა. ეს ყველაფერი იქ ვნახე. დედას ვთხოვე, ერთ ზამთარს ბებიასთან დავეტოვებინე, რაც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. ყველა რელიგიური წეს – ჩვეულება ვნახე. მომიქსოვეს წინდები, ჩოხა მომიტანეს, პირველად იქ დავდექი სცენაზე. ღმერთმა ნუ ქნას, სოფელი გაპარტახდეს. ყველა ჩვეულება იქიდან მოდის.13644228_1191331174234197_1652744210_nბავშვობიდან ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა და ამით მიმეღწია წარმატებისთვის. იმ პერიოდში ახალგაზრდები ფეხბურთით იყვნენ გატაცებული. მეზობლის ბავშვებთან ერთად 35 – ე სკოლაში წავედი, სადაც ნორმატივები იყო ჩასაბარებელი. ამიყვანეს, მაგრამ როგორ უნდა მეთქვა სახლში? ვერ ვამხელდი. მოვიწყინე. გამოიარა ჩემმა თანატოლმა მეგობარმა. ვკითხე, სად მიდიოდა. პიონერთა სასახლეში ცეკვაზეო, – მიპასუხა. ჩემს ოჯახში სულ სიმღერა ისმოდა, მამაჩემი ერთ-ერთი ანსამბლის წევრი იყო და ხელოვნებას დიდ პატივს სცემდნენ. გავყევი მეგობარს. ცეკვის ,,ჩუსტები“ ორი წყვილი ჰქონდა. ამ დროს დაიძახეს, ანტონ მასწავლებელი მოდისო და დარბაზში მეც შემიყვანეს. იმ დროს პიონერთა სასახლეში მოსწავლე რომ მიეღოთ, სკოლაში კარგი ნიშნები უნდა ჰქონოდა. მეც კარგად ვსწავლობდი. ცეკვის ნიჭიც აღმომაჩნდა. ასე დავიწყე ცეკვა. პიონერთა 13644354_1191331170900864_1936389954_nსასახლიდან მარო თარხნიშვილთან წამიყვანეს. მარო ცნობილი პიროვნება, ანსამბლის ხელმძღვანელი იყო. იქ ცოტა ხანს ვიყავი და მოვხვდი უდიდეს პიროვნებასთან – ბუხუტი დარახველიძესთან. მან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.დამხვეწა და ცეკვა უფრო შემაყვარა. მასწავლა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რა პლუსები მქონდა, რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება. მან პირველმა შექმნა ჩემთვის “ვეფხისტყაოსნიდან” უცხო მოყმე, ტარიელის გმირი, მაგრამ ტარიელი არ დაარქვა, როგორც “ვეფხისტყაოსანშია” – ,, ნახეს უცხო მოყმე ვინმე…“

ბუხუტი დარახველიძე მარტო ცეკვის მასწავლებელი არ იყო. ის ქართველი კაცის ეტალონია, ოჯახზე და ერზე შეყვარებული ადამიანი. ის ჩვენთვის მაგალითი იყო. მადლობელი ვარ უფლის, რომ მე ასეთ დიდ პიროვნებასთან მოვხვდი. მოგვიანებით მირჩია, ჯანო ბაგრატიონთან გადავსულიყავი, რომელიც იმ დროს თბილისის ფილარმონიასთან არსებულ ანსამბლს ხელმძღვანელობდა. პარალელურად, მარო თარხნიშვილის ანსამბლშიც ვცეკვავდი. ჯანო ცნობილი იყო თავისი ოჯახით, შემოქმედებით. უნიჭიერესი კაცი იყო. უნიკალური მუსიკალური სმენა ჰქონდა. ჯაზური მუსიკის პირველი ანსამბლი მან შექმნა, მაგრამ მუსიკის ამ ჟანრს საბჭოთა პერიოდში არ წყალობდნენ და ანსამბლი დაუშალეს. ამის შემდეგ ისევ დარახველიძესთან, ტექნიკური უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლში განვაგრძე მოღ13624831_1191331124234202_1760706541_nვაწეობა. იქიდან კი “სუხიშვილებში” მიმიწვიეს. “სუხიშვილები” არა მხოლოდ ანსამბლი, არამედ ჩემი ოჯახი იყო. მადლობელი ვარ, რომ ამ ანსამბლში მოვხვდი. ნინო რამიშვილი მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოებული. ის იყო სამაგალითო ქალი, სანიმუშო დედა, მეუღლე, ხელოვანი.

– ალბათ, ხშირად უკითხავთ, რა არის თქვენთვის ცეკვა?

– ცეკვა ჩემთვის სიცოცხლეა. ამით ვცხოვრობდი და დღესაც ამით ვცოცხლობ. ამით ვარსებობ დავსაზრდოობ. ცეკვა ჩემთვის ყველაფერია. უფალმა მომცა ნიჭი და მადლობელი ვარ. ამის მეტი არაფერი მინდა. ამას რომ მოვცილდე, იმ წუთას მოვკვდები.

– რა თვისებები უნდა ჰქონდეს მოცეკვავეს?

– სხვადასხვა. ძლიერი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს, იყოს შრომისმოყვარე. ცეკვა მოითხოვს უდიდეს შრომას და გამძლეობას. სცენაზე სანამ გახვალ, თითოეული კუნთი უნდა მოიყვანო მოქმედებაში, ამას ,,გახურებას“ ვეძახით. მერე ხტომები, ჰაერში ტრიალი, დღეში 5 საათის განმავლობაში ვარჯიშობ. მერე უკვე დადგმებზე გადავდიოდით. ეს ხდებოდა ყოველდღე. რამიშვილის სიდიადე სწორედ ამაში იყო, რომ ეს ქალი უძლებდა ამას. მისი ცხოვრება იყო რეპეტიცია და სახლი. შეიძლება სახას13608150_1191331197567528_514498154_nიათო მოცეკვავე იყო. ეს ღმერთისგან ბოძებული ნიჭია.

– რა არის მთავარი ცეკვაში?

– სიყვარული და ფანატიზმი. 81 წლის ვარ და დღესაც ვყვირი – მომაწოდეთ ფარ-ხმალი, გამიშვით სცენაზე!  ნებისმიერ პროფესიას სიყვარული სჭირდება, განსაკუთრებით, ცეკვას. გაუსაძლისი ვარჯიში, ეს საქმე უნდა გიყვარდეს, რომ შეასრულო. თუ არ გიყვარს, მაშინ არაფერი გამოგივა. რაც არ უნდა ნიჭიერი იყო, თუ არ ივარჯიშე, ვერ გამოხვალ სცენაზე. სიყვარული სძლევს ყველაფერს.

– თქვენ იყავით ნინო რამიშვილის ძირითადი პარტნიორი, გვიამბეთ ამის შესახებ.

– ნინოს ძირითადი პარტნიორი ვიყავი. ცეკვის დროს გეგონებოდა, ცეცხლებსაფრქვევსო. იმავდროულად, ქალური სინაზე ჰქონდა, ტემპერამენტიანი. მწვანე თვალებს რომ 13625048_1191331094234205_225516683_nშემოგანათებდადაყრიდი ყველაფერს. მან როგორც შვილი, ისე მიმიღო. მათთან სახლში მივდიოდი. მე და თენგიზი ერთადვიზრდებოდით. ამ ოჯახის მადლიერი ვარ. ნინო ზედმეტსახელად იკას მეძახდა. არაფერს ვუმალავდი, რჩევებს მაძლევდა, მარიგებდა.   ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი საოცარი წყვილი იყო. ისინი გაძლევდნენ უფლებას, გახსნილიყავი, საკუთარი შესაძლებლობები გამოგევლინა. ცეკვის დადგმისას შენს აზრს ითვალისწინებდნენ. გეკითხებოდნენ – მაჩვენე, როგორ წარმოგიდგენია, როგორ გინდაო? მათ ჩანაფიქრს თუ მოერგებოდი, დადგმაში ცვლილებებს შეიტანდნენ. უნდოდათ ამოეკრიფათ ყველასგან, ვის რა შეეძლო. იცოდნენ, რომ ანსამბლში ტალანტები ჰყავდათ და მაქსიმუმს ითხოვდნენ. ეს დიდი პიროვნებების მიდგომაა. არ გბოჭავდნენ, – აი სცენა და გააკეთე რაც გინდა!

მარგალიტებს ერთად მოუყარეს თავი და ანსამბლი შეკრეს. ორგანყოფილებიანი სპექტაკლი დადგეს და ამ სპე13624477_1191331100900871_813525296_nქტაკლით გავიდნენ საზღვარგარეთ. მთელი მსოფლიო გაკვირვებული იყო, ასეთ მცირერიცხოვან ერს ასეთი ხელოვნება საიდან აქვსო. იშვიათია, რომელიმე ერს ასეთი მრავალფეროვანი შემოქმედება ჰქონდეს. დასავლეთი სხვა ჩაცმულობის სტილი, სხვა ხასიათი და სხვა ჟღერადობაა. აღმოსავლეთი სხვაა. ქართლი, თუშეთი, სვანეთი სულ სხვაა. ამიტომ მსოფლიო პრესამ ანსამბლ “სუხიშვილებს” მერვე საოცრება უწოდა. ეს ანსამბლი ერის საკუთრებაა. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ  შექმნილი  სპექტაკლით, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ეცნობოდნენ, რადგან რუსებად გვთვლიდნენ. ეროვნული პროგრამით პირველად ჩვენ გამოვედით “ლა სკალას” სცენაზე.  14 -ჯერ გაიხსნა ჩვენს კონცერტზე ფარდა, იმ დროის ყველა რეკორდი მოვხსენით. ამ 30 წლის განმავლობაში ია და ვარდით მოფენილი არ ყოფილა ჩვენი ცხოვრება. რკინიგზაში ვაგონი გვქონდა გამოყოფილი, რომელსაც “ქეთოს” ვეძახდით. გასტროლების დროს ამ ვაგონში ვცხოვრობდით. მადლობელი ვარ უფლის, რომ ასეთ დიდ ანსამბლში მოვხვდი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner