საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თეოლოგ ლადო ნარსიას „ფეისბუქ“-პოსტს ეხმაურება.
"მადლობა ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ლადო ნარსიას, რომლისთვისაც ბოლო ორი წელია რუსეთის აგენტად ვიქეცი, მანამდე პრობლემა არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობაში. ახლა დაუფარავად განაცხადა ეს.
შეკითხვა მაქვს ლადოსთან, როცა ვმეგობრობდით მაშინაც ვიყავი რუსეთის აგენტი, თუ მას მერე ვიქეცი აგენტად, რაც რიგ საკითხებში ვერ შევთანხმდით?
მეგონა, პირად შეურაცხყოფაზე და ცილისწამებაზე გადასვლის სიმდაბლე გესმოდა. ცილისწამება რაღა არის შენთვის, როგორც ქრისტიანისათვის და თეოლოგისათვის?
მთელს ჩემს ოჯახს იცნობ, რამ დაგაწერინა ეს სისულელე?
არ მეგონა, რომ ასეთ დაბალ შეფასებას მივცემდი როდისმე შენს საქციელს. ნულია დღეიდან შენი თეოლოგიური ანალიზების ფასი.
ჩემს შეურაცხყოფას არ ვჩივი, საკუთარი სინდისის წინააღმდეგ რომ წასულხარ, ეგ მაჯავრებს, ვინ დაგიფასებს ასეთ უსინდისობას არც კი ვიცი,"- წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე "ფეისბუქზე".
ცნობისთვის, ლადო ნარსიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"ლევან ვასაძე, ტახტამცველი შიო მუჯირი, კარის ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და შარდ ტივის (ალტ. ტივი) ტანდემი არის რუსეთის ბოლო აკორდი "ქართული ოცნების" ოპერიდან" .