„დღეს ავიცერი - რადგან მჯერა, რომ: ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური და დადასტურებული გზა პანდემიას ამარცხებს ჯანდაცვის სისტემა საზოგადოებასთან, ადამიანებთან - თქვენთან და ჩემთან ერთად მნიშვნელობა არ აქვს პირადად გეშინია თუ არა კოვიდის“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებაში წვლილი ყველამ უნდა შეიტანოს.
„ბევრი ადამიანია, ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს რომ აიცრას, მათ სჭირდებათ ჩვენგან შეგნებული და პასუხისმგებლიანი ნაბიჯი სამუშაო ადგილები, განათლება, კულტურა, ბიზნესი, სპორტი და პირადი ადამიანთა შორის ურთიერთობები ვეღარ გაუძლებს იზოლაციურ, პანდემიურ რეჟიმს ყველამ ვისაც ეს შეგვიძლია უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ერთობლივი „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავებაში - ჩვენ ერთად ვართ ძალა“, - წერს დეპუტატი.