„საინტერესოდ მიმდინარეობს ჩვენი ვიზიტი გერმანიაში, გვაქვს შეხვედრები ბუნდესტაგში, გვქონდა შეხვედრები ყველა წამყვანი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, პარლამენტარებთან, ბუნდესტაგის წევრებთან. ასევე დღეს გვქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში“, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„გერმანია ასრულებს განსაკუთრებულ როლს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში. შესაბამისად, გერმანიის მხარდაჭერას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი ინტეგრაციის თვალსაზრისით. ზუსტად ამ თემებზე გვაქვს ჩვენ საუბარი ჩვენს გერმანელ კოლეგებთან და ვხედავთ რომ ძალიან მყარი და ძლიერია მათი მხარდაჭერა საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.