რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფრანგ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა. წერილის თანახმად, რუსეთი „იზიარებს ფრანგი ხალხის ტკივილს" და მზად არის, ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში საფრანგეთთან მჭიდროდ ითანამშრომლოს.
წერილში აღნიშნულია, რომ ტერორის დასამარცხებლად „მთელი კაცობრიობის ძალების გაერთიანებაა საჭირო".