logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: შეთანხმების მთავარი მიზანია დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა
- +

7 მაისი. 2021. 00:23

 

 

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანია დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც საზოგადოების დაკვეთაა. 20 ივნისის მძიმე და რთული დღე უნდა გადავფურცლოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა მაღალი პოლიტიკური კულტურა და შეთანხმების აღსრულების კონტექსტში კითხვის ნიშნები რომ არ გაჩენილიყო, დავაინიცირეთ ამნისტიის კანონპროექტი.

ამით ყოველგვარი სპეკულაციისთვის წერტილის დასმა გვინდოდა. არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მიშელის მედიაციით შექმნილი და პარტიების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის შეფერხება, ან ჩაშლა სურთ.

თუ მიშელის შეთანხმებასთან რომელიმე დოკუმენტი არის ახლოს, ეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეთანხმების მთავარი მიზანი დეესკალაცია და პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლაა, რაც საზოგადოების დაკვეთაა. 20 ივნისის მძიმე და რთული დღე უნდა გადავფურცლოთ. ეს არ უნდა გახდეს სპეკულაციის საგანი. არ უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის კინკლაობის თემა. ამნისტია უნდა შეეხოს ყველას და გათავისუფლეს ყველა თანაბრად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner