„პანდემიისგან მიყენებული ზიანი, რაც ბავშვებს მიადგა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება“, – ამის შესახებ „იუნისეფი საქართველოს“ კომუნიკაციის პროგრამის ხელ
მძღვანელმა, მაია ქურციკიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც გაერო-ს ბავშვთა ფონდმა თავის გლობალურ ანგარიშში აღნიშნა, თავიდან ავიცილოთ კოვიდის დაკარგული თაობა. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში დავკარგეთ ახალგაზრდების მთელი პოტენციალი. ძალიან ბევრ მათგანს არ ჰქონდა საშუალება, განათლება მიეღო, დისტანციურ განათლებაში ჩართულიყო და ასევე, მათთვის შეფერხდა მთელი რიგი მომსახურებების მიწოდება“, – აღნიშნა ქურციკიძემ.