საფარნგეთში საქართველოს ელჩის ეკა სირაძე-დელონეს განცხადებით, საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულ ცხელ ხაზზე მხოლოდ ერთი შეტყობინება შევიდა.
„ჩვენი ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად საქართველოს არც ერთ მოქალაქე არ დაშავებულა. ამ დროისთვის ჩვენს ცხელ ხაზზე შემოსულია ერთი ზარი, ახლობლები ეძებენ ოთხ ადამიანს, რომლებიც წარმოშობით ქართველები, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქეები არიან", - განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.