logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: არსებული მდგომარეობა მომავალს საკმაოდ მუქ ფერებში წარმოგვიჩენს...
- +

7 მაისი. 2021. 02:07

 

 

„სანამ ნამდვილი განათლება და კულტურა არ გვექნება, მანამდე ქვეყანა მუდამ ყვავ–ყორნების საჯიჯგნი იქნება“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

 

„ძალიან ხშირად ვამბობთ და გვესმის წუხილი ქართული პოლიტიკისა, თუ ჟურნალისტიკის სავალალო მდგომარეობაზე. გვესმის წუხილი იმაზე, რომ ტელევიზიებით გასული სხვადასხვა შოუები, ან ქართული სერიალების უმრავლესობა მდარე გემოვნებითაა შექმნილი.

ვწუხვართ, რომ ქართული მწერლობა ვიგინდარების ხელშია ჩავარდნილი.

გვესმის ძალადობის ფაქტები ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში, ინტერნეტ–სივრცეში და კიდევ უამრავი რამ, რაც საზოგადოებას აწუხებს.

ყოველგვარი მორიდების გარეშე ვიტყვი, რომ არსებული მდგომარეობა მომავალს საკმაოდ მუქ ფერებში წარმოგვიჩენს.

პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი განათლების კარჩაკეტილი უაზრო სისტემისა და კულტურის მიმართულებების არამზადების ხელში ჩავარდნამ გამოიწვია.

როდესაც განათლების სამინისტროს წარმომადგენელი იყენებს თუნდაც უმარტივეს სიტყვებს – ტრენინგი, ან კურიკულუმი, წესიერმა სახელმწიფომ ის მაშინვე უნდა გააგდოს სამსახურიდან და აკაკი შანიძის ძეგლთან მეტანიების გაკეთება აიძულოს.

როდესაც სხვადასხვა კომედიური შოუს თანამშრომლებს მსახიობებს უწოდებენ, პირველ რიგში მსახიობები უნდა აღშფოთდნენ და მწერლებმაც უნდა იწუხონ ვიღაც ტიპებისთვის ამ ტიტულით მოხსენიების გამო.

ჟურნალისტებს გვაქვს საშუალება დავცინოთ ჟუუუუურნალისტებს, მაგრამ დანარჩენები სდუმან.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და უბრალოდ ვიტყვი – სანამ ნამდვილი განათლება და კულტურა არ გვექნება, მანამდე ქვეყანა მუდამ ყვავ–ყორნების საჯიჯგნი იქნება“, - წერს გაბრიჭიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner