logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რა უნდა გელაპარაკოთ?!
- +

7 მაისი. 2021. 02:58

 

 

 

„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ კარგი ვიზიტია და ველოდები გამოხმაურებებს აზერბაიჯანის მხრიდან. ეს მოგვცემს საშუალებას უფრო ნათელი სურათი დავინახოთ“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში.

 

ამასთან, ანალიტიკოსმა მედიის წარმომადგენლები გააკრიტიკა:

 

„ახლა რაც შეეხება დასმულ კითხვებს. არც სტრატეგიული პარტნიორობა გაინტერესებთ, არც უსაფრთხოება, არც ეკონომიკა, არც ორმხრივი ახალი პროექტები და სხვა საკითხები, რაც განიხილეს.

ერთი ეკითხება დავით გარეჯზე, ახალი გარემოებების შესახებ, მას შემდეგ, რაც პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა და თქვა, ამ ეტაპზე მეტს ვერ გეტყვითო. რა პასუხს ელოდით?

მეორე ეკითხება ნიკა მელიას შესახებ, ბაქოში, აზერბაიჯანის სამთავრობო რეზიდენციაში.

რა უნდა გელაპარაკოთ?!“, - წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner