logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: სააკაშვილმა ჩვეულ სტილში უსირცხვილო სიცრუე დაუპირისპირა დავით გარეჯის ირგვლივ, მართლაც ჩიხიდან გამოსვლის პერსპექტივებს
- +

7 მაისი. 2021. 03:05

 

 

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ყველამ ვიცით, რა უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო ზოგადად მოქმედ ხელისუფლებას, და კერძოდ - პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

ამის გამოც, პრემიერის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრების წინ, სიფრთხილეს ვიჩენდით იმ ჩვენი მთავარი ეროვნული იმედისა და მოლოდინის მიმართ - რასაც დავით გარეჯას საკითხის ირგვლივ ისტორიული და სახელმწიფოებრივი სამართლიანობის აღდგენა ჰქვია.

 

რა თქმა უნდა, ამ მოლოდინის წნეხს პრემიერიც განიცდიდა, ამიტომ არც ერთი ღია განცხადება ამ თემაზე წინასწარ არ გაჟღერებულა. მხოლოდ უმაღლეს დონეზე ჩატარებული შეხვედრების შემდგომ, პრემიერმა გულებში იმ ნანატრი იმედების ნაპერწკალი ჩაგვისახა - საკითხი ისე გადაწყდებაო, როგორც ეს ჩვენი ორი მოძმე ერის მეგობრობას შეეფერებაო.

 

როგორც ჩანს, ეს გზავნილი საკმაოდ სწორად ამოიკითხა მიხეილ სააკაშვილმაც, რომელმაც ჩვეულ სტილში, უსირცხვილო სიცრუე დაუპირისპირა დავით გარეჯას ირგვლივ, როგორც ჩანს, მართლაც ჩიხიდან გამოსვლის პერსპექტივებს.

ის, რასაც თქვენ "გვირაბის ბოლოს სინათლეს" უწოდებთო დღეს, ეს სინათლე მე დავანთეო თავის დროზე, და ერთი წელი არ მაცადეთო - მთლიანად გვირაბსაც გავანათებდიო. ამ ჩვეულ უნამუსობას, ერთადერთი, იმ ირიბ მტკიცებულებად მივიღებ, რომ უკანალი კვლავ აეწვა უკრაინის მოქალაქეს და შესაძლოა, ბაქოში მართლაც დიდ სიხარულს ჩაეყარა საფუძველი, თუმცა ჩვენ მაინც სიფრთხილით მოვეკიდოთ ფაქიზ თემას...“, - წერს ქართველიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner