აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი ნაყოფიერი იყო.
„ნაყოფიერი დრო გავატარე კიევში პრეზიდენტ ზელენსკისთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვისაც შევხვდი. რუსეთის აგრესიის ფონზე, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინას რეფორმების პროცესში, რომელიც გარდაუვალია სუვერენული, დემოკრატიული და აყვავებული უკრაინის მომავლისთვის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.