logo_geo
eng_logo
ტრამპის განცხადებების გავრცელების გამო, Twitter-ის ადმინისტრაციამ რამდენიმე ანგარიში დაბლოკა
- +

7 მაისი. 2021. 11:57

 

 

დონალდ ტრამპის განცხადებების გავრცელების გამო, Twitter-ის ადმინისტრაციამ რამდენიმე ანგარიში დაბლოკა.

 

5 მაისს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ახალი საკომუნიკაციო პლატფორმა წარადგინა. პლატფორმაზე დონალდ ტრამპის განცხადებები და მიმართვებია განთავსებული. ახალი პლატფორმის სახელია „From the Desk of Donald J. Trump“ (დონალდ ტრამპის სამუშაო მაგიდიდან).

 

კერძოდ, Twitter-ის ადმინისტრაციამ დაბლოკა ანგარიში სახელწოდებით DJTDesk-ი, რომელიც დონალდ ტრამპის ახალი პლატფორმიდან ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს ავრცელებდა.

 

Twitter-ში აღნიშნავენ, რომ მომავალშიც დაბლოკავენ იმ ანგარიშებს, რომელიც დაბლოკილი ანგარიშების ჩანაცვლების მიზნითაა შექმნილი.

 

9 იანვარს Twitter-მა თეთრი სახლის ლიდერსა და მის საარჩევნო შტაბს ანგარიშები სამუდამოდ დაუბლოკა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner