logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: ალკოჰოლის ტესტზე შემოწმება ყველა სამარშუტო ტაქსის მძღოლის ვალდებულებაა
- +

15 ივლისი. 2016. 12:39


თბილისის მერი დავით ნარმანია დიღომში, სამარშუტო ტაქსების მძღოლების ნაწილის გაფიცვას გამოეხმაურა.



თბილისის მერის განცხადებით, „თბილისის მიკროავტობუსი" კერძო კომპანიაა, რომელიც თავად არეგულირებს მძღოლებთან ურთიერთობას, თუმცა ნარმანიას თქმით, ხაზგასასმელია, რომ უკმაყოფილება და ინციდენტი მძღოლის ალკოჰოლის ტესტზე შემოწმებას მოჰყვა.



ალკოჰოლის ტესტზე შემოწმება ყველა მძღოლის ვალდებულებაა და შესაბამისად, ტესტი ყველამ უნდა გაიაროს. ახლა უკვე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საკითხი დარეგულირდა. მომდევნო კვირას კიდევ გაიმართება შეხვედრა კერძო კომპანიასა და მძღოლებს შორის. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, როგორც მესამე მხარე, მოლაპარაკებაში ჩართულია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner