logo_geo
eng_logo
მალხაზ გულაშვილი: ეს ლექსები სააკაშვილის ზეობის ხანს დაიწერა გლდანის ციხეში...
- +

7 მაისი. 2021. 13:45

 

 

სტრატეგიული კვლევების და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევითი ცენტრის „აზრის“ დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა ლექსების კრებული გამოსცა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

 

„დიდიხანი ვიფიქრე, გამომეცა თუ არ გამომეცა ჩემი ლექსების წიგნი. ბოლოს გამოვეცი.

 

ეს ლექსები „საკნის ყვავილები“ სააკაშვილის ზეობის ხანს დაიწერა გლდანის ციხეში 2011-2012 წლებში, სადაც, რა თქმა უნდა, უკანონოდ შეთითხნილი ბრალდებებით ვიჯექი.

 

ლექსები ეძღვნება ჩემს  უსაყვარლეს მეუღლეს ნანას. უახლოეს ხანში პრეზენტაციას მოვაწყობ და ჩემს პირველ ლექსების კრებულს გაგაცნობთ მსურველებს!

 

მადლობა ყველას, პირველ რიგში ნანა გაგუას... იგი იყო ჩემი შთაგონების უშრეტი წყარო. მადლობა მამა პეტრე კოლხს იდეის მოწოდების გამო, მადლობა პოეტ ნანა ცინცაძეს, რომელმაც რედაქტირება გაუკეთა ამ წიგნს, მადლობა გამომცემლობა „მწიგნობარს“, გაგიკვირდებათ და მადლობას უხდი ასევე ჩემს სულთამხუთავებსაც, ყველა იმ ადამიანს, ვინც უკანონოდ დამიჭირა - მიშა სააკაშვილს და მის დამქაშებს , ციხის ადმინისტრაციას. ესენი რომ არა, ამ ლექსებს ვერ დავწერდი...

 

კიდევ რამდენიმე კრებული გამოვა:

 

უფალზე და რწმენაზე; სამშობლოზე; ქართველ ერზე, რომელიც ასევე ციხეში იშვა“, - წერს მალხაზ გულაშვილი (მალხაზ გულა-ჭინჭარაული).

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner