„გერმანელ პარტნიორებთან შეხვედრისას, ვისაუბრეთ როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ისე - ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე. გავცვალეთ მოსაზრებები. გერმანია ჩვენი ძალიან მყარი და საიმედო მხარდამჭერია. ამის შესახებ, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ძალიან საინტერესო გზავნილები“, - ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მყარი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
„მოვისმინეთ მადლობის სიტყვები ავღანეთში, ჩვენს მისიასთან დაკავშირებით, რომელიც მალე დასრულდება. ჩვენ, ორ სახელმწიფოს ძალიან მყარი და საინტერესო თანამშრომლობა გვაქვს. ამ თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივა არსებობს და ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში შეხვედრებს მართავს.