logo_geo
eng_logo
ლალი ბადურაშვილი: ოფშორულ ზონებში სააკაშვილს უფრო მეტი თანხა აქვს, ვიდრე ივანიშვილს
- +

15 ივლისი. 2016. 13:29


მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა ინგა გრიგოლიასთან ეთერში „ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებით ისაუბრა. ბადურაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილზე მეტი თანხა აქვს ოფშორულ ზონებში.



„ფინანსები ძალიან ბევრ ქართველს აქვს. როგორც ამბობენ, დამტკიცება ძნელია, მაგრამ ოფშორულ ზონებში მიხეილ სააკაშვილს უფრო მეტი თანხა აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს.

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" მოვიდა ხელისუფლებაში, ახალგაზრდები - ზურაბ ჟვანია, ექსცენტრიული სააკაშვილი, მთელმა საქართველომ მხარი დაუჭირა, ასევე ბიძინა ივანიშვილმაც. „ნაციონალებს" დაფინანსებისთვის ფულს ივანიშვილი აძლევდა, მინისტრების, პატრულის ჩაცმა-დახურვა, მანქანები, ჯარი და ა.შ.  

„ნაციონალებმა" რა არ გააკეთეს, რომ ეპოვათ მაკომპრომეტირებელი რამე ბიძინა ივანიშვილის ფულთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფერი  უპოვეს.

ივანიშვილი პატარა ბიჭი წავიდა, თავისით გაიკაფა გზა. ამიტომ ვაფასებ. ფინანსები დააგროვა და ამ ქვეყანას აძლევს. ოპერა, რუსთაველის თეატრი, ფილარმონია და რომელი ერთი არ არის საკმარისი?

კომპიუტერები, რომელსაც მიშა დაარბენინებდა და ბავშვებს ურიგებდა, ისიც თურმე ივანიშვილის ფულით იყო ნაშოვნი. „ნაციონალებმა" გზების მეტი რა დატოვეს? რომელიც ისევ ამ კაცის ფულით იყო დაფინანსებული.

რატომ არ მიყვარს „ნაცები"? იმიტომ რომ ქართული მეცნიერება, კინო, თეატრი, სპორტიც კი დააანგრიეს.

„ოცნებას" ვუჭერ მხარს იმიტომ, რომ არ იჭერს ტყუილად, სისტემა  მიმართული არ არის, ბიჭებს წამალი ჩაუდონ და წაიყვანონ. არავინ ჩუქნის  ბიზნესს, ომი არ არის და ყველაფერს აკეთებს მთავრობა მშვიდობისთვის",- განაცხადა ბადურაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner