logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ერთია პრეზიდენტის ვეტო, მეორეა როდესაც ამ ვეტოს დაძლევს უმრავლესობა
- +

7 მაისი. 2021. 20:12

 

 

ექსპერტი გია აბაშიძე  for.ge-თან აცხადებს,  რომ თუ პრეზიდეტი ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებების კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მას უმრავლესობა დაძლევს, როგორც ეს წინა პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პერიოდში ხდებოდა.

 

„ცხადია, მიჭირს პოლიტიკურად განჭვრეტა, თუ რას მოიმოქმედებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ეს მისი გადასაწყვეტია. მანამდე მან ურთულესი გადაწყვეტილებები მიიღო,  წინაარმდეგობებით აღსავსე შეწყალებებთან დაკავშირებით. თუმცა, ერთია პრეზიდენტის ვეტო, მეორეა როდესაც ამ ვეტოს დაძლევს უმრავლესობა. ჩვენ მსგავსი რამ წინა პრეზიდენტის დროსაც გვინახავს, როდესაც მისი ვეტო უმრავლესობას დაუძლევია.

 

პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რაღაცას არ ეთანხმება და ვეტო უნდა დაადოს, ეს მისი გადასაწყვეტია და ასეთი რამ ევროპის ორპალატიან პარლამენტებშიც ხდება.

ამის მიუხდავად, „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი ლიდერი პრეზიდენტს „ოცნების“ დეპუტატად მიიჩნევს. ვფიქრობ, როდესაც ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება არის, შეიძლება კანონპროექტი ჩავარდეს, შეიძლება რაღაცას ვეტო დაედოს და შეიძლება ახლად დაიწეროს კანონპროექტი - ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რადგან ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრებაა.

მაგალითად, ისრაელში მოქმედმა პრემერმა კოალიციური მთავრობა ვერ შეკრიბა და სხვა პარტიის ლიდერს დაავალეს მთავრობის ჩამოყალიბება. უბრალოდ, ჩვენთან ყველაფრის უტრირება, გაზვიადება და დრამატიზაცია უყვართ. თუმცა, ქალბატონმა პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს რა და როგორ მოხდება“, - გვითხრა გია აბაშიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner