logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: პოლიტიკა ბიზნესი ჰგონიათ! კომფორტის ზონა ჰგონიათ!
- +

7 მაისი. 2021. 22:21

 

 

დრო  იკარგება, ძვირფასი დრო, რომელიც სახელმწიფოს შესაქმნელად და გასაძლიერებლად უნდა გამოგვეყენებინა!“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

იცით, რატომ ვერ მიაღწევენ საწადელს ეს შინნაზარდი ე. წ. პოლიტიკოსები?

იმიტომ, რომ გულწრფელები არ არიან!

იმიტომ, რომ მერაბ კოსტავას შიმშილობის ერთი დღე უფრო საშიში იყო საბჭოთა რეჟიმისთვის, ვიდრე ამ ტუტუცების მთელი წივილ-კივილი და აჟიოტაჟი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება!

ამიტომაც არ არიან საშიში ხელისუფლებისთვის, რადგან ესენი ვერასოდეს გაიგებენ ბრძოლაში თავგანწირვის მნიშვნელობას!

პოლიტიკა ბიზნესი ჰგონიათ!

კომფორტის ზონა ჰგონიათ!

ეს ფაფხურიც კომფორტის შესაქმნელად სჭირდებათ!

დრო კი იკარგება, ძვირფასი დრო, რომელიც სახელმწიფოს შესაქმნელად და გასაძლიერებლად უნდა გამოგვეყენებინა!

ვუყურებ ამ ჟიპიტაურების დიმპიტაურს და მგონი, ჯობდა ისევ ხეს შერჩენოდნენ ჭანჭურად! „, - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner