logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული
- +

15 ივლისი. 2016. 13:50


საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი ეროვნული გლოვაა გამოცხადებული.


 

რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოაცხადოს ეროვნული გლოვა 16,17 და 18 ივლისს, ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მისი თქმით, ტერორისტების მიზანი შიშისა და პანიკის დათესვაა.


 

მაგრამ საფრანგეთი ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი დემოკრატიაა, რომელიც დესტაბილიზაციის უფლებას არავის მისცემს", - განაცხადა მანუელ ვალსმა.

 


ბოლო მონაცემებით, გუშინ ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერაქტს 84 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 ბავშვია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner