logo_geo
eng_logo
ევროსაბჭოს წარმომადგენლობა ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდაზე მზადყოფნას გამოთქვამს
- +

7 მაისი. 2021. 23:59

 

 

„ქრონიკა“ ევროპული საბჭოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს პარტიების შეთანხმებას, მათ შორის ნიკა მელიას საქმეზე. თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას გირაოს გადახდასთან დაკავშირებით არ ადასტურებენ.

 

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.

 

4  მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ გირაოსთან დაკავშირებით, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას და ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

 

ოპოზიციის ნაწილში, მოლოდინი, რომ ნიკა მელია დათანხმდება ევროპელი პარტნიორების შეთავაზებას, მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.

 

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

 

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner