logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს კანონი ნამდვილად არ იმსახურებს ვეტოს
- +

8 მაისი. 2021. 00:24

 

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.

 

„აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, საკმაოდ ღრმა ანალიზი აჩვენა პრეზიდენტმა სანამ გადაწყვეტილების საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებდა ამ საკითხის და საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც ეს კანონი ნამდვილად არ იმსახურებს ვეტოს. მისი თითოეული პუნქტი და წიაღსვლა არის მკაფიოდ დასაბუთებული და ამ დასაბუთების საწინააღმდეგო არგუმენტები ჩვენ არ და ვერ მოვისმინეთ“, - განაცხადა მათიკაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner