საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ევროპული ფასეულობებეის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ნამდვილი ევროპული ფასეულობა ოჯახისა და ტრადიციების სიყვარულს ეფუძნება, საქათველოში კი რატომღაც ევროპული პროპაგანდა დამახინჯებულად მიმდინარეობს:
„ევროპული და ამერიკული ოჯახების უმრავლესობა სადილზე ოჯახურად იკრიბება ხოლმე და სადილობას ისე არ დაიწყებს, ლოცვა რომ არ წარმოთქვას და ღვთისადმი მადლობა არ გამოთქვას იმ უმცირესისადმიც კი, რაც აქვთ... ასევე მადლობით მოიხსენიებენ ხოლმე იმ ადამიანებს, რომლებმაც დაამზადეს ის კერძები, რაც სადილზე მიიღეს.
დაინახეთ ნამდვილი ევროპა...
...და არა ის მითები, რასაც მასზე ავრცელებენ...
კიდევ ერთი საინტერესო ეპიზოდი "ამერიკული ცხოვრების წესიდან"
გავიხსენებდი მადლიერების დღეს - დღესასწაულს, რომელსაც უმეტესად შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღნიშნავენ. ტრადიციულად, მას ზეიმობენ მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად.
ამ დღეს თან ახლავს ტრადიციები, რომელთაც ამერიკელები წმინდად ინახავენ - ოჯახის ყველა წევრი მიდის ეკლესიაში, ხოლო მღვდელმსახურების დასრულებისთანავე იკრიბებიან სადღესასწაულო სუფრასთან. მადლიერების დღის დადგომამდე ამერიკელები ეწევიან ქველმოქმედებას - ცდილობენ იმ ახლობლებისა და მოყვასის დაპურებასა და გახარებას, რომელთაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლა. საქველმოქმედო ორგანიზაციები საგანგებოდ არიგებენ საჩუქრებს უპოვართათვის; მეტროშიც კი ეწყობა მაგიდები, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დადოს საკუთარი შესაწირი, მათ შორის - პროდუქტები."