ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების" ახალ წევრებზე ისაუბრა და პარტიაში მათი ყოფნა დადებითად შეაფასა.
„საგურამოში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" ახალი სახეები წარადგინა. ვფიქრობ, ახალი ადამიანების გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მით უმეტეს, თუ მათ კარგი განათლება და წარსული აქვთ.
„ქართული ოცნების" სიაში ჩემი ყოფნა, ვფიქრობ, აუცილებელია. ერთ-ერთი „ნაციონალის" განცხადება, თითქოს მე ბიძინა ივანიშვილს ვთხოვე, რომ ვანის მაჟორიტარად წარმადგინონ, აბსურდია და სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.