„საოცარია ფრაზა "მესამე ძალა". უკაცრავად, მაგრამ "მეორე ძალა" ვინ არის? რა, ნაცების პოლიტიკურ ძალად აღიარება ხდება?“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ე.ი. პოლიტიკურ ძალად ხდება იმ გაერთიანების აღიარება, რომელსაც 31 ოქტომბრის მერე არცერთი პოლიტიკური ნაბიჯი არ გადაუდგამს და მთლიანად დესტრუქციაზე არის გადაწყობილი?
ახლა არ მითხრათ არჩევნებზე 25% მიიღესო.
ის, თუ საიდან ასეთი ციფრი, ვრცელი თემაა და ვისაც აინტერესებს მისი განხილვა სხვადასხვა ჭრილში უნდა მოახდინოს (ფსიქოლოგიური, მენტალური, რამდენად საჭირო იყო ნაცების მეორე ძალად დაფიქსირება დ.ა.შ.).
კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რაც არჩევნებამდეც არაერთხელ მითქვამს - დღეს არანაირი "მეორე ძალა" არ არსებობს და ყველას, ვისაც პრეტენზია აქვს ქართული პოლიტიკის კეთებაზე, ამ ვაკანსიის დასაკავებლად უნდა იბრძოლოს.
სტატუსის ბოლოს შინაურულად ვიკითხავ: გახარიას, ინაშვილს ან თუნდაც ვასაძეს წესით უნდა უტყდებოდეთ, როცა მათ ხაბეიშვილსა და ბოკუჩავაზე უკანა პოზიციაზე მოიაზრებენ“, - წერს გაბრიჭიძე.