logo_geo
eng_logo
იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკებებისას 170-მდე ადამიანი დაშავდა
- +

8 მაისი. 2021. 10:39

 

 

„ერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან, პალეტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, სულ მცირე, 163 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა,“ - ამის შესახებ BBC წერს.

 

მას შედეგ, რაც შეკრებილებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.

 

დაშავებულთა სამკურნალოდ საველე ჰოსპიტალის მოწყობა გახდა საჭირო.

 

ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსი ერთ-ერთი წმინდა ადგილია როგორც ისლამის, ისე, იუდაიზმის აღმსარებელთათვის. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ პალესტინელებს მეჩეთში შესვლის უფლება არ მისცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner