მექსიკაში, მეტროს ესტაკადის ჩამონგრევის გამო, ქუჩაში ასობით მოქალაქე გამოვიდა. ისინი მომხდარის სამართლიან გამოძიებას ითხოვენ.
მეხიკოში შეკრებილებმა მსვლელობა მოაწყეს, კატასტროფის ადგილას მივიდნენ და დაღუპულებს სანთლებითა და ყვავილებით მიაგეს პატივი.
„მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობას გამოვუცხადო ყველას, ვინც დაიღუპა. მათ საკუთარი ხმა უკვე აღარ აქვთ. რაც მოხდა, გაუფრთხილებლობის, კორუფციის ბრალია”, - ამბობს ერთ-ერთი დემონსტრანტი.
შეკრებილები მომხდარში იმ პოლიტიკოსებს ადანაშაულებენ, რომლებიც დედაქალაქს უკვე 20 წელზე მეტია, მართავენ. ხიდი, რომელიც ჩაინგრა, 2012 წელსაა აშენებული.
შემთხვევა მექსიკაში 4 მაისს მოხდა. მეტროს მე-12 ხაზის ესტაკადა მატარებელთან ერთად ჩამოინგრა და ქვემოთ მოძრავი მანქანები ქვეშ მოიყოლა. დაიღუპა 25 ადამიანი.