logo_geo
eng_logo
ნიცაში 4 ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, ნაპოვნია
- +

15 ივლისი. 2016. 14:10


საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ განაცხადა, რომ ნიცაში 4 ქართველი, რომელთანაც ახლობლები კონტაქტს ვერ ამყარებდნენ, ნაპოვნია.  

როგორც ელჩმა აღნიშნა, ისინი ამ პერიოდის განმავლობაში სახლში იყვნენ და ამჟამადაც უსაფრთხოდ არიან.

 

საელჩომ მოახერხა დაკავშირება მათ ახლობლებთან, რომლებიც ამ ოჯახს იცნობდნენ და რომლებმაც შემდეგ მოახერხეს დაკავშირება 4 ქართველთან. აღმოჩნდა, რომ სახლში იყვნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ. ამ დროის მონაცემებით ისინი უსაფრთხოდ არიან და თავს კარგად გრძნობენ", - განაცხადა  სირაძე-დელონემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner