უპილოტო საფრენმა აპარატმა ერაყში მდებარე ბაზაზე მიიტანა იერიში, სადაც ამერიკელი სამხედროებიც იმყოფებიან. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ოფიციალური წარმომადგენლის, უეინ მოროტოს ცნობით, საუბარია აინ-ალ-ასადის სამხედრო ბაზაზე.
პოლკოვნიკ უეინ მოროტოს თქმით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დაზიანდა ანგარი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღი. მიმდინარეობს გამოძიება.