logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: „პატრიოტთა ალიანსს“ სერიოზული მიზნები აქვს!
- +

ავტორი ანა ფერაძე

15 ივლისი. 2016. 14:15


„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" არჩევნებში გამარჯვების შანსებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ალიანსს საკმაოდ სერიოზული მიზნები აქვს.



„პატრიოტთა ალიანსმა" საკმაოდ კარგი კანდიდატები წარადგინა. ირმა ინაშვილი საგარეჯოში იყრის კენჭს. გარანტირებულ გამარჯვებაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ დიდი შანსები გვაქვს გამარჯვების. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას,  ვფიქრობ, საბურთალოს მაჟორიტარობისთვის ვიბრძოლებ.

 

„პატრიოტთა ალიანსს" საკმაოდ სერიოზული მიზნები აქვს. ჩვენი გზა ევროპულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავი უნდა დახაროთ", - განაცხადა აკაკი ასათიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner