logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: დღეს 13 წელი გახდა, რაც ჩემი შვილი დაგვემშვიდობა... დღემდე ვერ მივაღწიეთ სამართალს...
- +

8 მაისი. 2021. 14:50

 

 

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე, „ფეისბუქზე“ შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს 2021 წელია 8 მაისი, ცამეტი  წელი გახდა, რაც ჩემი შვილი დაგვემშვიდობა.  ამბობენ დრო მკურნალიაო, კი ასეა ნამდვილად, ვისაც ჭრილობა აქვს მოსაშუშებელი, მაგრამ როცა შვილი გტკივა, ეს უფრო და უფრო გაუსაძლის ტკივილს იწვევს, ხუთი წელი მის მტრებს, ნაციონალებს ვეხვეწე სამართალი მაპოვნინეთო, რვა წელი მისი უფლებების დამცველებს ვეხვეწები მიშველეთ მეთქი და........... რა ?

 

დღეს თურმე სად უნდა მოწიო სიგარეტი, ის უფრო პრიორიტეტული ყოფილა, ვინემ ჩემი შვილისა და ამდენი ახალგაზრდის უმოწყალოდ დახოცვა ქუჩაში, ციხეებსა თუ გამომძიებლების კაბინეტებში........ ვერცერთი გახმაურებული საქმე ვერ მიიყვანა პროკურატურამ ბოლომდე და ვერ მივაღწიეთ სამართალს.

 

დაითხოვეთ მთელი საგამომძიებლო დეპარტამენტი და მთავარი პროკურორი, ექვსი  წლის წინ შემპირდა შოთაძე სამ თვეში დავამთავრებთო საქმეს, არც სხვა  იკლავს თავს და საერთოდაც არ აინტერესებს ეს საქმეები, ნაციონალები მართავენ დღეს პროკურატურას და იმიტომაც მოუმატეს მუქარებს მათმა ლიდერებმა...... სატანის გაჩენილი ისევ ხელისუფლებაში მოსვლას ლამობს, ისევ ულტიმატუმის ენაზე საუბრობს ნაცხროვა, დაფიქრდით ქართველებო, ადამიანი ფიქრისათვის გააჩინაო უფალმა

 

ჩემო დათა, ათქმევინა  მორგოხაის დიდმა ჭაბუამ......... ჩემი აღსასრულის დღეც ახლოვდება, ფიქრის დრო ძალიან ცოტა დამრჩა.......ნუ ჩამადენინებთ მოუფიქრებელს........“ - წერს ჯამბულ გამცემლიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner