logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ვუსამძიმრებთ და ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ტკივილს
- +

15 ივლისი. 2016. 14:25


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა.


 

ქართველი ხალხის სახელით მინდა მივუსამძიმრო ფრანგ ხალხს, მათ გვერდით ვდგავართ, ვგრძნობთ და ვიზიარებთ მათ ტკივილს", - განაცხადა პრეზიდენტმა.



პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს უშიშროების სამსახურები ეფექტურად მუშაობენ ამ მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები ქვეყანაში.



გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ცხელ წერტილებში მუშაობენ. მისი განცხადებით, ქართველ ბატონებს და ქალბატონებს დიდი წვლილი შეაქვთ გლობალური უსაფრთხოების საქმეში.


რაც შეეხება იმ ოცესს, რასაც ჰქვია გლობალური უსაფრთხოება და საქართველოს როლი. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა ამისთვის, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც მსახურობენ ცხელ წერტილებში, ამისთვის თავის სიცოცხლეს დებენ. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ ამ გმირობისთვის. ეს მოვლენა ნიშნავს იმას, რომ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და ბუნებრივია, უნდა ამაღლდეს უსაფრთხოების ზომები და საზოგადოება უნდა იყოს დეტალურად ინფორმირებული, რა ვითარებაში როგორ მოიქცეს. სამართალდამცველებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული. საქართველო ამ თვალსაზრისით არის სახელმწიფო, რომლის უშიშროების სამსახურები ძალიან ეფექტურად მუშაობენ ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგრძელდება ეფექტური მუშაობა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა..


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner