სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე ევროკავშირის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„არ გადავიხდი ვერ დამიჭერთ-დაიჭირეს. არ გადავიხდი გირაოს, გირაოთი არ გამოვალ-გამოვიდა. ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ. გირაოსთვის მადლობას უხდიან ევროენჯეოს. ჯერ არ გადამიწყვეტია მერის კანდიდატობა - ვარ მერობის კანდიდატი. მე გავხდები თბილისის მერი - გახდება კახა კალაძე!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.