ფრანგულმა მედიამ გუშინ, ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი დაასახელა. მედიის ცნობით, ის ადგილობრივი მცხოვრები მუჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელია.
მის საცხოვრებელ სახლში სამართალდმაცველებმა ჩხრეკა დღეს ჩაატარეს.
არსებული ინფორმაციით, წარმოშობით ტუნისელი, 31 წლის თავდამსხმელი ნიცაში ცხოვრობდა.
ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მან სატვირთო მანქანა იქირავა.
სააგენტო „როიტერის" ცნობით, აღნიშნული პირი დანაშაულებრივი ქმედებების გამო სამართალდამცველებისთვის ადრეც იყო ცნობილი.