„ჯერ ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს, მერე ვერ გადამახდევინებთო და გადაახდევინეს... ყველაფერი რაც თქვა, საპირისპიროდ აუხდა!“ - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის ევროპულ ფონდი დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) მიერ გირაოს თანხის 40 000 ლარის გადახდას გამოეხმაურა.
„მერამდენე შემთხვევაა, რომ გაჯგიმული ბაქიბუქობის შემდეგ, ისევ საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა უწევს. ფუუ, ფსკერი! ჩვენი ლიდერიაო და მას მაინც ხომ უნდა ჰქონდეს რამე კაცური? მაგრამ ყველაფერი დამსახურებითაა და შეგერგოთ ასეთი უპრინციპო ლიდერი“, - წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.