„ყველაფერი დამსახურებითაა და შეგერგოთ ასეთი უპრინციპო ლიდერი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ევროკავშირის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდას. .
დიმიტრი სამხარაძის თქმით, ნიკა მელიას თავისი ყველა ნათქვამი საპირისპიროდ აუხდა:
„ჯერ ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს, მერე ვერ გადამახდევინებთო და გადაახდევინეს. ყველაფერი რაც თქვა, საპირისპიროდ აუხდა! მერამდენე შემთხვევაა, რომ გაჯგიმული ბაქიბუქობის შემდეგ, ისევ საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა უწევს. ფუუ, ფსკერი! ჩვენი ლიდერიაო და მას მაინც ხომ უნდა ჰქონდეს რამე კაცური? მაგრამ ყველაფერი დამსახურებითაა და შეგერგოთ ასეთი უპრინციპო ლიდერი,“ - წერს სამხარაძე სოციალურ ქსელში.