logo_geo
eng_logo
ეკატერინე სირაძე-დელონე: დადასტურებულად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულთა და დაშავებულთა შორის
- +

15 ივლისი. 2016. 14:27


საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ „კურიერთან" საუბრისას  განცხადა, ამ დრომდე დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველების ყოფნა არ დასტურდება, თუმცა ყველა დაღუპულის ამოცნობამდე დადასტურებულად იმის თქმა, რომ ქართველები არ არიან მათ შორის, შეუძლებელია. საელჩო მოუწოდებს საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავი შეიკაონ.



„ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ პროაქტიურები, ვუკავშირდებით ჩვენს მოქალაქეებს. ასოციაციებს, რომლებიც ნიცაში ფუნქციონირებენ. ვცდილობთ, გავიგოთ, არის თუ არა ყველა კარგად. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაშავებულთა ან დაღუპულთა შორის ქართველები არიან, არ დასტურდება. რადგან ბევრი გარდაცვლილია ამოსაცნობი, უნდა დავიცადოთ, ვიდრე ყველა დაღუპული არ იქნება ამოცნობილი. დადასტურებუად ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაღუპულთა და დაშავებულთა შორის. უსაფრთხოების ზომები გააგრძელა ხელისუფლებამ, რაც ნიშნავს, რომ ათიათასობით სამართალდამცველია მობილიზებული. წინა ტერაქტებისგან განსხვავებით, ამ ფაქტის შემდეგ, ისმის კრიტიკული კომენტარები, შეკითხვები იმის შესახებ, როგორ მოახერხა ამ პიროვნებამ, ისე მისულიყო ადგილზე, სადაც გადასრისა ადამიანები, რომ პოლიციას არ გაუჩნდა ეჭვი და არ შეაჩერა", - განაცხადა ელჩმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner