„მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა, ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები“, - ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„და მაინც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკანორის გმირობა 40 000 ლარად გაყიდა. რევოლუციური სცენარის ავტორი - მიხეილ სააკაშვილი, მთავარ როლში - ნიკანორ მელია, მეორეხარისხოვან როლებში ოპოზიციური პარტიებიდან საუკეთესონი, განსაკუთრებით გამორჩეულნი აგრესიულობასა და დაუმორჩილებლობაში, ასევე მოქნილნი (ადვილად შემხტომნი საპატრულო ეკიპაჟის მანქანასა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამტან მანქანაზე), სიმაღლეზე ძრომასა და ბოქლომის შებმაში. სხვა საჭიროებები ეტაპობრივად გამოიკვეთება და თავი უნდა გამოიჩინოთ! მთავარი მიზანი და დაკვეთაა - რევოლუცია! ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ პარტია, რომელმაც ვერ მიაღწია წარმატებას არჩევნებში, ამიტომ მივყვეთ გეგმას.
გეგმა „ა“ - არჩევნები გაგვიყალბეს. ამაში უნდა დავარწმუნოთ ამერიკაცა და ევროპაც.
ჩათვალეთ, მეც გზაში ვარ, მოვდივარ!
გეგმა „ბ“ - არავითარი გადათვლა,
უარი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართულობაზე.
მოპოვებული მანდატების მიუხედავად, უარი პარლამენტში შესვლასა და მუშაობაზე!
ხომ გახსოვთ, მე მოვდივარ?!
გეგმა„გ“ - ნიკანორ მელია დასცინებს სახელმწიფოს, კანონსა და კანონმორჩილ ხალხს; გამაგრდება ჩვენს ოფისში და შექმნით ხელოვნურ დაპირისპირებას.
დაღვარე სისხლი!
„გააკეთეთ ისე, გაანძრიეთ ხელი, რომ ჩამოვიდე!“
ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე ნიკანორი დაიჭირეს, სისხლი ვერ დაღვარეთ!
გეგმა „დ“ დოკუმენტი, რომელიც შარლ მიშელის მიერ მუშავდება, ჩვენ მიერ ხელმოწერილი არ იქნება!
ნიკას ვუყიდოთ გმირობა- ჩავსვათ ციხეში!
გმირის სახელს ციხეში ჯდომით „გავუჩალიჩებთ“!
გირაოს გადახდაზე - ჩვენი პრინციპული უარი!
ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), ნიკანორ მელიასთვის თანხა გამოყო. გირაოს თანხა 40 000 ლარი გადახდილია.
ნიკანორ, შენივე გმირობა 40 000 ლარად გაიყიდა!
არჩევნები გაგვიყალბეს, რადგან ჩვენ ისევ ვერ გავიმარჯვეთ.
ეს ვერც ამერიკას და ვერც ევროპას ვერ დავაჯერეთ.
პარლამენტში შესვლაზე - ერთიანი უარი!
თითქმის ყველა შევიდა, ჩვენიანმაც კი ხელი მოაწერა.
პოლიტიკურ კოლაფსში ვართ, მაგრამ ვთქვათ, რომ ნიკანორს ველოდებით!
ხალხისა და სახელმწიფოს პროვოცირებამ ხელოვნური დაპირისპირებისთვის ისევ პარტიის იმიჯს დაარტყა, ამიტომ ნიკანორ მელია ციხეში!
ნიკანორ მელია გმირად უნდა ვაქციოთ!
ის გვჭირდება ციხეში!
ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy) თანხა გამოყო. გირაოს თანხა 40 000 ლარი გადახდილია.
ნიკანორ მელია იძულებულია გამოვიდეს.
პოლიტიკური რბოლა დასრულდა.
ფინიში ყველამ გადაკვეთა,
ერთმა გუნდმა კანონიერად, ზოგიერთებს ევროპული სახრე გადაარტყეს, ზოგსაც მოწეულზე აუცდა ფეხი, შეისეირნა და ჩარჩა.
მთავარი სცენარისტის პოლიტიკური სცენარი ჩავარდა.
ფუჭი ხარჯი აღმოჩნდა ნიკანორის გმირობისთვის მოსამზადებელი პარტიული თანხები.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკანორის გმირობა 40 000 ლარად გაყიდა“, - წერს მეგრელიშვილი.