დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს კოვიდპასპორტი შესაძლოა, მომავალ კვირაში წარედგინოს.
„კოვიდპასორტის ელექტრონული ვერსია გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს წარვუდგინეთ. იქ არის მოთხოვნები, რომ ზოგიერთი საკითხი კიდევ დაზუსტდეს. ამიტომ ჩვენი და ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების ჯგუფი ორშაბათიდან ამ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებენ. იურიდიული საკითხებია გადაწყვეტილი. ასევე, პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისთან მუდმივ რეჟიმში კომუნიკაცია მიმდინარეობს და ვფიქრობ, მომავალ კვირაში საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება კოვიდპასპორტის ეს ვერსია, რაც შემუშავებულია“, – განუცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს.